Posts

“It’s hard to beat the system when we’re standing at a distance, so we keep waiting, waiting on the world to change” ანუ სამოქალაქო აქტივიზმისა და პასუხისმგებლობის როლი ქვეყნის განვითარებაში

   “საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებით და ნატურალიზაციით” აღნიშნულია კონსტიტუციაში, თუმცა სულაც არ გვჭირდება უზენაესი კანონის მრავალჯერ გადაკითხვა იმისთვის, რომ ეს კარგად გავიაზროთ. თითქოს მოქალაქედ ყოფნა იმდენად თანდაყოლილი და ბუნებრივად მონიჭებული სტატუსია, რომ ზედმეტ გაანალიზებას არ საჭიროებს. რა თქმა უნდა, ყველაფერი ასე მარტივად არ არის და ცივილიზაციათა განვითარების პირობებში სწორედ მოქალაქის როლის გაუაზრებლობა ქმნის დიდ საფთხეს. მარტივი შედარებისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ იმ ქალების მაგალითი, რომელთაც შვილის გაჩენის შემდეგ ავტომატურად ენიჭებათ დედის სტატუსი, თუმცა ის როლი, რომელსაც დედები ირგებენ სრულიად გასნხვავებული მოვლენაა და მეტ პასუხისმგებლობას საჭიროებს. ასეა მოქალაქეობის შემთხვევაშიც. შესაძლოა მოქალაქის სტატუსი მოსახლეობის უმრავლესობას ჰქონდეს, თუმცა ის უფლებები და მოვალეობები, რომელთაც მოქალაქის როლში ყოფნა მოითხოვს უმეტესწილად უგულებელყოფილი რჩება.  ისევე როგორც სხვა მრავალი პრობლემის, ასევე სამოქალაქო პასუხისმგებლობის გა